კირბი: ამ კვირაში აშშ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს
აშშ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებისთვის ემზადება. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ 3 აპრილს, ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.
ახალი პაკეტის შემადგენლობა მან არ გაამჟღავნა, თუმცა განაცხადა, რომ ეს უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
"ვფიქრობ, თქვენ ნახავთ კიდევ ერთს ამ კვირაში. მე არ ვიცი დეტალები, რომ მოგაწოდოთ ზუსტი ვადები. მაგრამ ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ბოლო [პაკეტის] შემუშავების შემდეგ, რათა შეგვემუშავებინა შემდეგი, და შემდეგი იქნება ძალიან, ძალიან მალე." - თქვა მან.
31 მარტს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის ღირებულებაც 2.6 მილიარდი დოლარის იქნება. პაკეტი, სავარაუდოდ, რადარებს, საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და ლოგისტიკურ აღჭურვილობას მოიცაცს.
"სავარაუდოა, რომ შეიარაღების სიაში ასევე მოხვდება რამდენიმე ათეული სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა, მათ შორის სატანკო", - აღნიშნავს სააგენტო.