კისინჯერი: ეჭვგარეშეა, რომ ზელენსკიმ ისტორიული მისია შეასრულა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მოახერხა როგორც თავისი ქვეყნის, ისე მსოფლიო საზოგადოების გაერთიანება. ამის შესახებ მან 11 ივნისს The Sunday Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ეჭვგარეშეა, რომ ზელენსკიმ შეასრულა ისტორიული მისია. ის მოდის გარემოდან, რომელიც არასოდეს ყოფილა უკრაინის ხელმძღვანელობაში, არცერთ ისტორიულ პერიოდში", - კისინჯერი უკრაინის პრეზიდენტის ებრაულ წარმომავლობაზე მიუთითებს. "ის შემთხვევითი პრეზიდენტია, იმიტომ რომ მან შიდა პოლიტიკური ფრუსტრაციით ისარგებლა. და შემდეგ ის რუსეთის მცდელობას შეეჩეხა დაებრუნებინა უკრაინა სრულიად დამოკიდებულ და დაქვემდებარებულ მდგომარეობაში. და მან მის ირგვლივ ისტორიულად გააერთიანა თავისი ქვეყანა და მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი. ეს მისი დიდი მიღწევაა", - თქვა მან.

 

მსგავსი სიახლეები