კლების 12 თვე - იანვარში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდა
თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდა, ჯამურად მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ითაა შემცირებული. უკვე ზედიზედ 12 თვეა, რაც საქართველოს ეკონომიკა თვიდან თვემდე მცირდება. გასული წლის თებერვალთან შედარებით კლება შეინიშნებოდა გართობისა და დასვენების, უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორებში.
გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში თვეების მიხედვით ეკონომიკური ზრდა შემდეგნაირად გამოიყურება:
- თებერვალი - 2.2% ზრდა;
- მარტი - 2.7% კლება;
- აპრილი - 13.5% კლება;
- მაისი - 16.6% კლება;
- ივნისი - 7.7% კლება;
- ივლისი - 5.5% კლება;
- აგვისტო - 5.3% კლება
- სექტემბერი - 0.7% კლება;
- ოქტომბერი - 3.9% კლება;
- ნოემბერი - 7.7% კლება;
- დეკემბერი - 7.9% კლება;
- იანვარი - 11.5% კლება;
- თებერვალი - 5.1% კლება;