კლევერლი ЗСУ-ს რიერიშზე: ეს არ არის ჰოლივუდური კინო, რეალისტები უნდა ვიყოთ

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმ კლევერლიმ უკრაინის მოახლოებულ კონტრიერიშზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აუცილებელია ვითარება რეალურად შეფასდეს. 

ამის შესახებ კლევერლიმ Atlantic Council-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ისაუბრა. 

"უკრაინელები ამ დროის განმავლობაში წვრთნიდნენ ჯარს, ისინი სწავლობდნენ მთელი ამ კონფლიქტის განმავლობაში და მათ აჩვენეს, რომ ისინი ძალიან ეფექტურები არიან საკუთარი ქვეყნის დაცვის საქმეში, მაგრამ ჩვენ უნდა ვაღიაროთ - მარტივი, სწრაფი და გადამწყვეტი გარღვევა შეიძლება ვერ ვნახოთ. ჩვენ რეალისტებად უნდა დავრჩეთ, ეს რეალური სამყაროა. ეს არ არის ჰოლივუდური კინო",- განაცხადა კლევერლიმ. 

ამასთანავე, ფორინ ოფისის ხელმძღვანელის თქმით, მას სჯერა, რომ უკრაინის კონტრიერიში წარმატებული იქნება. ამასთანავე კლევერლი ამბობს, რომ უკრიანის კონტრიერიშის ფონზე, ვლადიმირ პუტინი კონფლიქტის შემდგომ ესკალაციას შეეცდება, ხოლო უკრაინის მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ მხარდაჭერის გასაგრძელებლად. 

მსგავსი სიახლეები