კლიჩკო: 8-9 მაისის შემდეგ დედაქალაქში ეტაპობრივად დაბრუნება შესაძლებელი იქნება

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო კიეველებს ურჩევს ჯერ არ იჩქარონ დედაქალაქში დაბრუნება, მაგრამ მიაჩნია, რომ 9 მაისის შემდეგ ეს შეიძლება გაკეთდეს. ამის შესახებ მან რადიო NV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მერმა აღნიშნა, რომ დედაქალაქის ხელისუფლება ვერ გამორიცხავს რუსი ოკუპანტების პროვოკაციებს 8-9 მაისის დღესასწაულებთან დაკავშირებით.

„სამხედრო ექსპერტებთან შეხვედრებზე მივიღეთ გადაწყვეტილება 8-9 მაისთან დაკავშირებით: იგივე გრაფიკის დაცვა კომენდანტის საათის შეცვლის გარეშე (22:00-დან 5:00 საათამდე). 8-9 მაისს, საომარი მდგომარეობის წესების მიხედვით, იკრძალება მასობრივი ღონისძიებების ჩატარება. გაძლიერდება ქუჩებში პატრულირება, გაძლიერდება სამხედრო უსაფრთხოება. იმედია არ იქნება საგანგებო სიტუაციები. იმედი ვიქონიოთ, რომ მიუხედავად უამრავი ინფორმაციისა, ეს ორი დღე ჩვეულებისამებრ მშვიდად ჩაივლის“, - განაცხადა კლიჩკომ.

მან რეკომენდაცია გაუწია კიეველებს საფრთხის გათვალისწინებით, ჯერ არ იჩქარონ კიევში დაბრუნება. "აგრესორის სამიზნე იყო და რჩება დედაქალაქი", - აღნიშნა კლიჩკომ.

მან გაიხსენა, რომ გარეუბნებში, ტყიან ადგილებში, ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დანაღმული იყო.

„უსაფრთხოების გარანტია ჯერ არ შეგვიძლია მოგცეთ, მაგრამ 8-9 მაისის შემდეგ შესაძლებელი იქნება დედაქალაქში ეტაპობრივი დაბრუნება“, - განაცხადა კლიჩკომ.

მან აღნიშნა, რომ მობილური ტელეფონების ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემების მიხედვით, კიევში ამჟამად 2.2 მილიონი ადამიანია.

„საომარი მოქმედებების დაწყებამდე ქალაქში 3.5 მილიონი ადამიანი ათენებდა ღამეს, დღე და ღამე განსხვავებული მაჩვენებელია: რეგიონიდან დაახლოებით მილიონი ადამიანი შემოდის დღის განმავლობაში. როდესაც საომარი მოქმედებები დაიწყო, კიევის მოსახლეობამ გასვლა დაიწყო. ისინი ძირითადად ქალები და ბავშვები იყვნენ. ჩვენს ქალაქში მოსახლეობის ყველაზე მცირე რაოდენობა იყო დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი“, - თქვა კლიჩკომ.

მსგავსი სიახლეები