კლიჩკო: ევაკუაციას ვერ განვახორციელებთ, ქალაქი გარშემორტყმულია

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ამ დროისთვის ქალაქში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. Asociated Press-თან ინტერვიუში კლიჩკო ამბობს, რომ ამ დროისთვის ქალაქი პრაქტიკულად გარშემორტყმულია, თუმცა მზად არის საბრძოლველად. 

ჟურნალისტის კითხვაზე გეგმავდა თუ არა ქალაქის ხელისუფლება ქალაქის ევაკუაციას, კლიჩკო პასუხობს: "ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია, იმიტომ, რომ გზები დაბლოკილია, ამ წუთისთვის ჩვენ გარშემორტყმულები ვართ".

ხაზგასასმელია, რომ კიევის ირგვლივ ოკუპანტების ნაწილების მასიური განლაგების შესახებ ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია უკრაინის შეიარაღებული ძალების ადმინისტრაციას და პრეზიდენტის ოფისს. 

კლიჩკოს განცხადებით, ქალაქში შექმნილი ვითარება ახლოს არის ჰუმანიტარულ კატასტროფასთან. ამ წუთისთვის ჩვენ გვაქვს ელექტროობა, წყალი და გათბობა ჩვენს სახლებში, მაგრამ საკვებისა და მედიკამენტების მომარაგების ინფრასტრუქტურა განადგურებულია", - ამბობს კლიჩკო. 

ამავდროულად კლიჩკო განმარტავს, რომ უკრაინელები არ დანებდებიან და მზად არიან შემდეგი შემოტევებისთვის. 

 

მსგავსი სიახლეები