კლიჩკო: პუტინის მთავარი მიზანი კიევის აღებაა, მაგრამ ეს არასოდეს მოხდება

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო თვლის, რომ კიევი კვლავ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მთავარი სამიზნეა, მაგრამ მისი თქმით, არავინ დაუშვებს დედაქალაქის ოკუპანტებისთვის "დათმობას". ამის შესახებ პოლიტიკოსმა 15 მარტს Украинская правда-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა კიევის მერს ჰკითხა, რისთვის უნდა მოემზადოს ქალაქი უახლოეს დღეებში.

"ჩვენ განვიხილავთ მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარს და არ გამოვრიცხავთ ყველაზე ცუდსაც... მაგრამ აბსოლუტურად გამოვრიცხავთ კიევის დათმობის ვარიანტს. კიევს არავინ დატოვებს. ამ მომენტშიც კი ყველა ქუჩისგან, ყველა სახლისგან, ყველა საგუშაგოსგან ციხესიმაგრეს ვაკეთებთ". - თქვა მან. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს რუსული არმიის კიევზე კიდევ ერთხელ თავდასხმის შესაძლებლობაზე კლიჩკომ უპასუხა: "პუტინს სამი კვირის წინ ჰქონდა ასეთი გეგმა - აეღო კიევი. მისი მთავარი მიზანია დედაქალაქის აღება. ჩვენი ბიჭების, ჩვენი დამცველების წყალობით, ეს გეგმები ჩაიშალა და ვერასოდეს განხორციელდება", - განაცხადა ქალაქის მერმა.  

მას მიაჩნია, რომ პუტინს ქალაქში პანიკის დათესვა საცხოვრებელი უბნების დაბომბვით სურს.

მსგავსი სიახლეები