კონგოში ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ 15 ადამიანი დაიღუპა
შაბათს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ბოლო 20 წელიწადში პირველად, ნიარაგონგოს მთიდან ვულკანი ამოიფრქვა. ვულკანის ფერფლი და ლავა ქალაქ გომის მთავარ მაგისტრალამდე ჩამოვიდა.
ლავის სწრაფმა ამოფრქვევამ 15 ადამიანი იმსხვერპლა და დაზიანდა 500-ზე მეტი სახლი. ვულკანთან ახლოს მყოფი სოფლები ათასობით ადამიანმა დატოვა.
ქალაქ გომაში ორი მილიონი ადამიანი ცხოვრობს და უცნობია როდის დაიწყება ევაკუაცია. თუმცა, ადამიანები ქალაქს თავისი ინიციატივით ტოვებენ.