ინდოეთში წყალდიდობებს 130 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ინდოეთში წყალდიდობების შედეგად 136 ადამიანი დაიღუპა. 

მაჰარაშტრას პროვინციის ერთ-ერთ სოფელში მეწყერმა 38 ადამიანი იმსხვერპლა. მიმდებარე სოფლებში კიდევ 9 მეწყერი დაფიქსირდა, რასაც ჯამში 59 ადამიანი ემსხვერპლა.

“მოულოდნელად ძლიერმა წვიმებმა ბევრ ადგილას მეწყერი გამოიწვია,” - განაცხადა მაჰარაშტრას მთავრობის მინისტრმა უდდჰავ ტაკერარიმ.

აზიის სხვადასხვა ნაწილში მუსონების პერიოდია, რამაც ძლიერი წვიმები გამოიწვია.

 

 

 

მსგავსი სიახლეები