ინდური კომპანიები რუსული ნავთობის შესყიდვების შემცირებისთვის ემზადებიან

ინდოეთის უმსხვილესი სანავთობო კორპორაციები ტრამპის განცხადების შემდეგ რუსული ნავთობის შესყიდვების შესამცირებლად ემზადებიან - ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა განუცხადა, რომ ქვეყანა შეწყვეტს რუსული ნავთობის შესყიდვა.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
- წყაროების ცნობით, ამ დროისთვის ინდოეთის ვაჭრობის სამინისტროს დელეგაცია ვაშინგტონში სავაჭრო მოლაპარაკებებზე იმყოფება, რომელიც თავის მხრივ აგვისტოში დონალდ ტრამპის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვის მიზეზით დაწესებულ საბაჟო ტარიფებს უკავშირდება.
- მოლაპარაკებებში მონაწილე ამერიკელი ჩინოვნიკების თქმით, ვაშინგტონის მთავარი წინაპირობა ინდოეთთან ახალი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად რუსული ნავთობის შესყიდვის შემცირება იქნება.
დიდი სურათი: ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნიუ-დელის 2 მთავარი მიზანი აქვს: ენერგომატარებლებზე სტაბილური ფასები და შეუფერხებელი მომარაგება.
- საგარეო უწყების განცხადებაში არაფერია ნათქვამია დონალდ ტრამპის კომენტარზე, თუმცა აღნიშნულია, რომ ინდოეთი ამერიკასთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავს.
ჩაშლილად: Reuters-ის წყაროების ცნობით, ქვეყნის უმსხვილესი ნავთობ გადამამუშავებელი საწარმოები რუსული ნედლეულის შესყიდვების ეტაპობრივ შემცირებას გეგმავენ, თუმცა მთავრობისგან შესაბამისი დირექტივა ჯერ არ მიუღიათ.
- წყაროების ცნობით, რუსული ნავთობის სწრაფად ჩანაცვლება რთული იქნება და ინფლაციის რისკს შექმნის.
- მიმდინარე წლის აპრილ-სექტემბერში ინდოეთი რუსეთისგან ყოველდღიურად საშუალოდ 1.75 მილიონ ბარელ ნავთობს ყიდულობდა.
- ამასთანავე ნავთობის ჯამურ იმპორტში რუსეთის წილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40-დან 36%-მდეა შემცირებული.
- ამავე პერიოდში ინდოეთმა დაახლოებით 7%-ით გაზარდა ამერიკული ნავთობის შესყიდვები (213 ათასი ბარელი ყოველდღიურად) - ამერიკის წილი ჯამურ ომპორტში 4.3%-მდე გაიზარდა.
კონტექსტი: უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისა და სანქციების შემდეგ ინდოეთი და ჩინეთი რუსული ნავთობის უმსხვილესი შემსყიდველები არიან.
- სხვადასხვა მონაცემებით, რუსული ნავთობის ექსპორტში ინდოეთისა და ჩინეთის კომბინირებული წილი 70%-ს აღემატება.