კორუფციაში ბრალდებულ ავსტრიის ყოფილ კანცლერს საპარლამენტო იმუნიტეტი შეუჩერეს

 

ხუთშაბათს ავსტრიელმა კანონმდებლებმა ყოფილ კანცლერ სებასტიან კურცს იმუნიტეტი მოუხსნეს, რაც სამართალდამცავებს კორუფციის ბრალდებით გამოძიების გაგრძელების საშუალებას მისცემს.

„ბრალი არაფერში არ მიმიძღვის, ამიტომ იმუნიტეტის მოხსნასთან პრობლემას ვერ ვხედავ“, - განაცხადა კურცმა.

 

კურცი თანამდებობიდან გასულ თვეში გადადგა, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ გამოძიება სახელმწიფო სახსრების მითვისების მუხლით დაიწყო.

მიუხედავად ამისა, ყოფილი კანცლერი ინარჩუნებს პარლამენტის დეპუტატის პოსტს. ის ასევე რჩება მმართველი, ავსტრიის სახალხო პარტიის ლიდერად და ფრაქციის თავმჯდომარედ.

35 წლის პოლიტიკოსს 2016 წელს, საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს, სახელმწიფო თანხების საკუთარი პოლიტიკური კამპანიის დასაფინანსებლად გამოყენებაში ედება ბრალი.


სებასტიან კურცი მთავრობის მეთაურად 2020 წლის იანვარში აირჩიეს. მანამდე ის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2017-19 წლებში იკავებდა.

მსგავსი სიახლეები