კრემლი ადასტურებს, რომ პუტინი თურქეთში ვიზიტს გეგმავს
რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთში ვიზიტს გეგმავს, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ამ ინფორმაციას პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი ავრცელებს.
"თურქეთის პრეზიდენტმა დაადასტურა ჩვენი პრეზიდენტის (პუტინის - რედ.) მიწვევა. გეგმები არსებობს, მაგრამ კონკრეტული თარიღები ჯერ არ განიხილება," - განაცხადა უშაკოვმა.
მანამდე მედია წერდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი თურქეთში როსტომის მიერ აშენებული ატომური ელექტროსადგურის გასახსნელად აპრილში, ან ერდოღანის ინაუგურაციაზე ივნისში, ჩავიდოდა.
რუსეთისა და თურქეთის ლიდერები ერთმანეთს პირადად ბოლოს 2022 წლის ივლისში, ირანში ვიზიტის დროს შეხვდნენ.
ანკარას რუსეთ-უკრაინის ომში ბალანსის პოლიტიკა აქვს. ის პრინციპულად ეწინააღმდეგება სანქციებს, მაგრამ თქვა, რომ არ დაუშვებს მათ გვერდის ავლას თურქეთში.
ასევე თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.