კრემლი პუტინის მიმართვას აქვეყნებს, ის მოქალაქეებს ახალგაზრდობის დღეს ულოცავს

კრემლის პრესსამსახურმა ვლადიმირ პუტინის ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, რომელიც ახალგაზრდობის დღეს ეძღვნება. 

4-წუთიან ვიდეო მიმართვაში ვლადიმირ პუტინი ამბობს - "თუ რაღაც ეგრევე არ გამოგივათ, არ ღირს ხელების ჩამოყრა." რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ახალგაზრდა ჯარისკაცების და ოფიცრების უმეტესობა ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობს. 

ამ დრომდე პრიგოჟინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კრემლმა ერთადერთი კომენტარი გაავრცელა - დმიტრი პესკოვის თქმით, პუტინი ინფორმირებულია პრიგოჟინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და ადმინისტრაცია იღებს აუცილებელ ზომებს. 

მსგავსი სიახლეები