კრემლი ‘დენაციფიკაციას' აღარ გამოიყენებს, რადგან რუსებს სიტყვის მნიშვნელობა არ ესმით

კრემლს პროპაგანდისტული რიტორიკიდან „დენაციფიკაციის“ ამოღება სურს, რადგან რუსებს სიტყვის მნიშვნელობა არ ესმით, წერს რუსული საგამოძიებო მედია პროექტი.

გამოცემის ინფორმაციით, კრემლმა სოციოლოგებს სატელეფონო გამოკითხვები დაუკვეთა, რომლის შედეგადაც ირკვევა, რომ რუსების დიდი ნაწილისთვის „დენაციფიკაციის“ მნიშვნელობა ბუნდოვანია.

24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ომის დაწყების მიზნებად უკრაინის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“ გამოაცხადა.

„ამის შემდეგ ჩვენთან აურეულობა დაიწყო - ყოველ კვირაში ახალი სიტყვის შერჩევას ვცდილობდით, თუმცა წარუმატებლად“, - ეუბნება გამოცემას კრემლთან დაახლოებული ერთ-ერთი პირი.

წყაროს თანახმად, კრემლში ამის შემდეგ ოფიციალურ რიტორიკაში სიტყვის გამოყენება შეამცირეს.

27 თებერვლის და 6 მარტის სატელევიზიო ეთერებში რუსეთის წამყვანი პროპაგანდისტი დმიტრი კისილიოვი „დენაციფიკაციის“ განმარტებას რუსული აუდიტორიისთვის შვიდი წუთის განმავლობაში ცდილობდა.

აპრილში გასულ ეთერებში კისილიოვმა რუსებისთვის გაუგებარი ტერმინი ერთხელ, ან საერთოდ არ გამოიყენა, წერს პროექტი.

 

მსგავსი სიახლეები