კრემლში შიშობენ, რომ ირანული რაკეტებზე საპასუხოდ უკრაინას ATACMS-ს გადასცემენ
კრემლში ჯერჯერობით უარი თქვეს ირანული წარმოების რაკეტების ყიდვაზე, რადგანაც შიშობენ, რომ ამ ნაბიჯზე საპასუხოდ აშშ-მ უკრიანას შესაძლოა ATACAMS-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტები გადასცეს.
ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, რუსეთს ეწურა ზუსტი და შორი მოქმედების რაკეტების მარაგი, თუმცა ამ დრომდე უარს ამბობს ირანული რაკეტების შეძენაზე. ნატოს წევრი სახელმწიფოების სადაზვერვო უწყებებში სჯერათ, რომ კრემლის თავშეკავება აშშ-ს მიერ გავრცელებული გაფრთხილებებით არის განპირობებული - ვლადიმირ პუტინის გარემოცვაში შიშობენ, რომ ირანული რაკეტების შეძენაზე საპასუხოდ აშშ უკრაინას შორი მოქმედების რაკეტებს მიაწვდის, რომლის მეშვეობითაც ЗСУ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მიწვდება.
ამავდროულად გამოცემის წყაროები მიუთითებენ, რომ კრემლში შესაძლოა შეცვალონ გადაწყვეტილება, რადგანაც რაკეტების მარაგი სწრაფად იწურება.
კონტექსტი
საუბარია ირანული წარმოების ზებგერით Fateh 313-ის და Zulfighar-ის ტიპის რაკეტებზე, რომელთა მოქმედების რადიუსიც 500-დან 700 კილომეტრამდეა.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთსა და ირანს შორის სამხედრო თანამშრომლება მკვეთრად გაიზარდა, მათ შორის ირანმა რუსეთს საკუთარი წარმოების ასობით დრონი მიაწოდა, რომელსაც კრემლი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად იყენებს.
ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გაიზარდა ეკონომიკურ ჭრილშიც, მათ შორის მომდევნო კვირას თეირანს რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, ელვირა ნაბიულინა ეწვევა.