ლავროვი: ვითარება შეიცვლება თუ გეგმიდან ანკორიჯში შეთანხმებულ პუნქტებს ამოიღებენ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-სა და უკრაინის მიერ სამშვიდობო შეთანხმების პროექტის ცვლილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვითარება, შეიცვლება თუ გეგმიდან ვლადიმირ პუტინისა და ტრამპის მიერ ანკორიჯში მიღწეული მოლაპარაკებები ამოვარდება.
ვითარების არსი: ამის შესახებ სერგეი ლავროვმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა - ამასთანავე ლავროვის თქმით, რუსეთს ჯერ არ მიუღია სამშვიდობო გეგმის განახლებული 19-პუნქტიანი.
- ლავროვის თქმით, 28-პუნქტიანი რედაქცია შეიცავდა ანკორიჯში მიღწეულ საკვანძო შეთანხმებებს - "მაგრამ თუ კი იქიდან ამოვარდება ანკორიჯის სულისკვეთება და შეთანხმებები, ეს რა თქმა უნდა, პრინციპულად განსხვავებული ვითარება იქნება."
- ამასთანავე, ლავროვმა განაცხადა, რომ კრემლი ჯერ კიდევ ელოდება სამშვიდობო გეგმის შუალედურ ვერსიას.
დაეწიე ამბავს: ამგვარად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პირველად გამოეხმაურა დონალდ ტრამპის ახალ სამშვიდობო ძალისხმევას. გასულ უქმეებზე გეგმას გამოეხმაურა უშუალოდ ვლადიმირ პუტინიც, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული 28 პუნქტი შესაძლოა დაედოს საფუძვლად კონფლიქტის დარეგულირებას.
- ამ მომენტიდან მოყოლებული ჟენევაში ამერიკისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებების შედეგად 19-პუნქტამდე შეიცვალა.
- შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინისა და აშშ-ს დელეგაციების ხელმძღვანელებმა მიღწეული პროგრესის შესახებ განაცხადეს.
- დასავლური მედიების ცნობით, გეგმის ყველაზე სენსიტიური მნიშვნელოვანი პუნქტები, მათ შორის ტერიტორიულ და ნატოს წევრობის საკითხი პრეზიდენტ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის პირად შეხვედრაზე გადაწყდება.~
სიღრმისეულად: FT: დენ დრისკოლი აბუ-დაბიში რუსეთის დელეგაციას ხვდება