კუჩმა რუსებს: ნუ იქნებით ჰიტლერის შემდეგ ყველაზე უარესი ომის დანაშაულის თანამონაწილეები

უკრაინის ექს-პრეზიდენტმა (1994–2005) ლეონიდ კუჩმამ რუსეთის მოქალაქეებს მიმართა. ტექსტი ფეისბუქზე მისმა პრესმდივანმა დარკა ოლიფერმა გამოაქვეყნა.

„მივმართავ რუსებს.

თქვენმა პრეზიდენტმა პუტინმა თქვენს ჯარს უკრაინელი ხალხის და უკრაინის განადგურება უბრძანა.

ეს ხდება ახლა, ამ მომენტში.

თქვენი ჯარი ესვრის სახლებს, სკოლებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს, ბაღებს.

თითოეულ თქვენგანს აქვს არჩევანი - მონაწილეობა მიიღოს გენოციდში ან შეაჩეროს ის.

ჩვენ გვყავს მილიონობით შერეული ოჯახი. ჩემი ცოლი რუსია და თავს საშინლად გრძნობს, რომ ამას რუსი ხალხი აკეთებს.

მამაჩემი ნოვგოროდის მახლობლად რუსულ მიწაზეა დაკრძალული, რომელსაც იცავდა.

როდესაც რუსი ხალხი გამოფხიზლდება და გონს მოვა, მათ ძალიან შერცხვებათ იმის გამო, რომ 2022 წელს მათი მამები და შვილები უკრაინის მიწაზე დაიღუპნენ, არა მათ დასაცავად, არამედ უკრაინის დასაპყრობად ისე, როგორც ნაცისტებმა გააკეთეს 1941 წელს, როდესაც მათ გზაზე უფროსი სერჟანტი დანიილ კუჩმა [მისი მამა] გადაეღობა.

ნუ იქნებით ჰიტლერის შემდეგ ყველაზე უარესი ომის დანაშაულის თანამონაწილეები.

ჯერ კიდევ არ არის გვიან."

 

მსგავსი სიახლეები