კულება: არ დაუჯეროთ აპოკალიფსურ სცენარებს, უკრაინა ყველაფრისთვის მზადაა

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება კიდევ ერთხელ გამოეხმაურა რუსეთის შესაძლო თავდასხმას უკრაინაზე.

"არ დაუჯეროთ აპოკალიფსურ სცენარებს, სხვადასხვა დედაქალაქში განსხვავებულ სცენარებს განიხილავენ, მაგრამ უკრაინა მზადაა მოვლენათა ნებისმიერ განვითარებისთვის", - თქვა კულებამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, 2014 წლისგან განსხვავებით უკრაინას დღეს თანამედროვე, კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი ჯარი ჰყავს, ასევე, უკრაინას აქვს უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა. შესაბამისად, მტერს უნდა ეშინოდეს უკრაინის და არა პირიქით. 

კულება ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის მოსაზრებას გამოეხმაურა, რომელმაც Reuters-თან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთი სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემთხვევაში უკრაინამ შესაძლოა 5-დან 25 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგოს, მაშინ როდესაც დანაკარგები რუსულ მხარეს 3-დან 10 ათასის ფარგლებში იქნება. 

გუშინ, 6 თებერვალს გავრცელდა აშშ-ის გაერთიანებული შტაბის კომიტეტის თავმჯდომარის, მარკ მილის კომენტარიც, რომლის მიხედვითაც სრულმასშტაბიანი ომის შემთხვევაში რუსეთმა კიევი შესაძლოა 72 საათში აიღოს.

 

მსგავსი სიახლეები