კულება: ძალიან გვინდა, რომ ზელენსკიმ სი ძინფინგთან ისაუბროს
18 თებერვალს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საგარეო ურთიერთობათა ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგს შორის შესაძლო მოლაპარაკებებს განიხილავს.
ამის შესახებ კულებამ 17 თებერვალს, მიუნხენში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის საუბარი ჰქონდეს სი ძინპინთან. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ ამაზე [ვანგ ითან] ხვალ", - თქვა კულებამ.
მისი თქმით, "ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვა, საერთაშორისო ასპარეზზე ჩინეთის ფუნდამენტური ინტერესია."
"და ამ პრინციპის დაცვა არის უდიდესი მამოძრავებელი ძალა ჩინეთისთვის - უფრო მეტად, ვიდრე უკრაინის, შეერთებული შტატების ან სხვების არგუმენტები. ამიტომ, გულწრფელი საუბრის იმედი მაქვს", - აღნიშნა კულებამ.
მან განაცხადა, რომ არასოდეს შეხვედრია ჩინეთის ცენტრალური კომიტეტის წარმომადგენლებს, თუმცა ვანგ ი იცნობდა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს და ომის დაწყებიდან მას ჰქონდა კონტაქტი.