კულება: ევროკავშირში უკვე ყველა თანხმდება, რომ უკრაინის გაწევრიანება გარდაუვალია
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დარწმუნებულია, რომ უკრაინა ევროკავშირში იმაზე მალე გაწევრიანდება, ვიდრე ჩანს. ამის შესახებ მან 14 აპრილს განაცხადა.
"ე.წ. ძველი ევროპის ზოგიერთ ქვეყანას ესმის, რომ უკრაინის მიერ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის მიღებით, ძალთა ბალანსი შეიცვლება არა მხოლოდ ევროპარლამენტში, არამედ მთელ ევროკავშირში. პოლონურ-უკრაინული კავშირი ევროკავშირში ბევრი რაღაცის თავდაყირა დაყენებას შეძლებს. ეს მართლაც განსხვავებული ევროკავშირი იქნება", - განაცხადა კულებამ.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარი ჯერ ევროკავშირის რეფორმაზე და შემდეგ უკრაინის მიღებაზე, მიზნად ისახავს ბლოკში ცვლილებების თავიდან აცილებას მას შემდეგ, რაც უკრაინა წევრი გახდება.
"ამ ყველაფერში მთავარი დადებითი სიახლე არის ის, რომ ისინი ნამდვილად დაეთანხმნენ იმ აზრს, რომ წევრობა გარდაუვალია. ეს ბევრად უფრო მალე მოხდება, ვიდრე ვინმეს ჰგონია. ისინი უბრალოდ ცდილობენ იპოვონ ბალანსი, რათა თავიდან აიცილონ ევროკავშირის თავდაყირა გადაბრუნება", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.