კულება: სანქციები ვერ შეაჩერებს რუსეთის ომის მანქანას, სანამ ევროპა რუსულ ნავთობს და გაზს ყიდულობს

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ვერ შეაჩერებს "ომის მანქანას", თუ ევროპა გააგრძელებს რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 12 მაისს გამოქვეყნდა.

კულებას თქმით, უკრაინის ეკონომიკა უფრო მეტად დაზარალდა ომით, ვიდრე რუსული - სანქციებით.

"მიუხედავად იმისა, რომ სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია და აქვს ეფექტი, ისინი ვერ შეაჩერებენ რუსული ომის მანქანას, სანამ ევროპა განაგრძობს რუსული ნავთობისა და გაზის შეძენას. რუსეთის ბიუჯეტში პროფიციტია გაზისა და ნავთობის გამო. დიახ, სხვა სექტორები დიდ სირთულეებს განიცდიან - საცალო ვაჭრობა, თავდაცვა - და გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის ეკონომიკა განადგურდება, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში ისინი ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაში არიან. ამიტომ, ვთხოვთ ჩვენ მეგობრებს და პარტნიორებს, დაგვეხმარონ ეკონომიკურად და მოგვცენ შემდგომი ბრძოლის შესაძლებლობა", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

8 მაისს Bloomberg-მა განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე კონსენსუნსი არ შედგა. შეთანხმება უნგრეთის პოზიციის გამო ვერ მოხერდა - ქვეყანა აგრძელებს რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის ბლოკირებას.

9 მაისს ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლაპარაკება გამართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან. მისი თქმით, არის პროგრესი, მაგრამ მეტი მუშაობაა საჭირო.

მსგავსი სიახლეები