კულება: უკრაინამ რომის სტატუტის რატიფიცირება უნდა მოახდინოს

უკრაინას რომის სტატუტის რატიფიცირება სჭირდება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ 24 მარტს, ჟურნალისტ ვადიმ კარპიაკს განუცხადა.

"აუცილებლად არის საჭირო [რომის სტატუტის] რატიფიცირება, რათა ყველა ეს ცრურწმენა, რომ ეს რაღაცნაირად ზიანს აყენებს თავად უკრაინას, არის ცრურწმენა და მეტი არაფერი", - განაცხადა მინისტრმა.

მან გაიხსენა, რომ უკრაინა ახლა სრულად აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას, რომის სტატუტის რატიფიცირების გარეშე.

"და არც ეს უნდა დაგვავიწყდეს. ამიტომ, ყველა, ვინც ამბობს, რომ არსებობს გარკვეული დაბრკოლებები უკრაინის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ურთიერთობისთვის იმის გამო, რომ ჩვენ არ მოვახდინეთ სტატუტის რატიფიცირება, ისინი ეშმაკობენ", - აღნიშნა კულებამ.

კონტექსტი

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ექსტრაორდინალური გადაწყვეტილება მიიღო და ყველასთვის მოულოდნელად რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი გამოსცა.

პუტინთან ერთად გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერიც, რომელიც ბავშვთა უფლებების საკითხში რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელია. პუტინს და ბელოვას უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში ედებათ ბრალი.

სასამართლოს წინ უძღოდა გაეროს სპეციალური საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია შესაძლოა სამხედრო დანაშაულად ჩაითვალოს.

მსგავსი სიახლეები