კულება: ვერასდროს ვიხილავთ ზელენსკის და პუტინს მოლაპარაკებების მაგიდაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გამორიცხა. 

ამის შესახებ დმიტრო კულებამ იტალიური Corriere Della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

"პუტინი ვერ იქნება პარტნიორი სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რადგან მან არაერთი სერიოზული დანაშაული ჩაიდინა. არ არსებობს მოლაპარაკებების სხვა დიპლომატიური საშუალებები, მაგრამ ჩვენთვის გასაგებია, რომ ვერასდროს ვიხილავთ ზელენსკის და პუტინს მოლაპარაკებების სამშვიდობო მაგიდასთან",- განაცხადა კულებამ. 

ამასთანავე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის პრინციპში შესაძლებელია, თუმცა ამისთვის რუსეთმა გარკვეული პირობები უნდა შეასრულოს. 

ჟურნალისტის კითხვაზე შესაძლოა თუ არა სამშვიდობო კონსულტაციების დაწყებამდე იქამდე, სანამ რუსეთი უკრაინიდან ჯარებს გაიყვანს კულება პასუხობს, რომ რუსებს სიტყვაზე ვერ ენდობიან. 

"სანამ კომპრომისზე წავალთ, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს სერიოზულია ნაბიჯია და არა მორიგი ტყული. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსები არ დაბრუნდებიან და ისევ არ შემოიჭრებიან",- ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

კონტექსტი 

გასული წლის შემოდგომაზე, რუსეთის მიერ უკრაინის 4 ოკუპირებული ოლქის ანექსიაზე პასუხად უკრაინაში საკანონმდებლო დონეზე აიკრძალა ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების წარმოება. 

უკრაინული მხარის ცნობით, სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი რაც რუსეთი გაიყვანს საოკუპაციო ჯარებს უკრაინის საერთაშორისო აღიარებული საზღვრებიდან. 

 

მსგავსი სიახლეები