კულებამ ბლინკენთან აშშ-ის სამხედრო დახმარება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები განიხილა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის 13 იანვარს სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური წერს.
კულება Twitter-ზე აცხადებს, რომ მათ განიხილეს შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის გაზრდის გზები, განსაკუთრებით სამხედრო დახმარების.
"მე ხაზი გავუსვი უკრაინის მიერ დასავლური წარმოების ტანკების მიღების აუცილებლობას. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რუსეთის წინააღმდეგ შემდგომ სანქციებზე. მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინის მხარდაჭერისთვის", - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
თავის მხრივ, სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების "მუდმივი და ურყევი მხარდაჭერა" აღნიშნა.
"[ამას] ადასტურებს ამერიკის მარაგებიდან მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემების და ჯავშანტექნიკის ბოლო მიწოდება", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
Twitter-ზე ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფასებს კულებასთან "მჭიდრო კოორდინაციას", განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის წლისთავის წინ.
"საგარეო საქმეთა მინისტრთან დღევანდელ საუბარში კიდევ ერთხელ განვაცხადე, რომ აშშ არსად მიდის და არც უკრაინა მიდის." - წერს ბლინკენი.