კვლევა: გერმანელების 50% თვლის, რომ მთავრობამ რუსეთის მიმართ სიმტკიცე უნდა გამოავლინოს
გერმანიელებს უკრაინის დახმარების საკითხში არ აქვთ ერთიანობა. ამას მოწმობს გერმანული ინსტიტუტის Infratest dimap-ის სოციოლოგიური კვლევა, რომელიც 2 ივნისს გამოქვეყნდა.
გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ გერმანიამ მტკიცედ უნდა იმოქმედოს რუსეთის მიმართ და უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინოს, 43% კი მიიჩნევს, რომ სიფრთხილეა საჭირო, რათა რუსეთის პროვოცირება არ მოხდეს.
პარტიულად, რუსეთის მიმართ მკაცრ პოლიტიკას ულტრამემარჯვენე პარტია AFD-ს მხარდამჭერთა 71% და სოციალ-დემოკრატების 47% ეწინააღმდეგება.
მთავარი ოპოზიციური პარტიის, ქრისტიან-დემოკრატების მხარდამჭერთა 59% და სამთავრობო კოალიციის წევრი პარტიების, თავისუფალი დემოკრატების მომხრეების 60% და მწვანეების 74% რუსეთის მიმართ ხისტ პოზიციებს მხარს უჭერს.
გამოკითხვა ტელეკომპანია ARD-ის დაკვეთით Infratest dimap institute-მა ტელეფონით და ინტერნეტით ჩაატარა. კვლევაში 1337 ადამიანი მონაწილეობდა.