კვლევა: გერმანელი სოციალ-დემოკრატები 25%-იანი მხარდაჭერით ლიდერობენ

15-21 სექტემბერს Kantar-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას გერმანიის მოსახლეობის 25% უჭერს მხარს.

მეორე ადგილზე ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიაა 21%-ით.

მათ მოსდევენ მწვანეები - 16%, ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის - 11%, მემარჯვენე ლიბერალური თავისუფალი დემოკრატები 11% და მემარცხენე პარტია 7%.

კვლევის ფარგლებში 1433 ადამიანი გამოიკითხა.

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 26 სექტემბერს ჩატარდება.

ანგელა მერკელის 16 წლიანი მმართველობის შემდეგ გერმანელები ახალ კანცლერს აირჩევენ.

მსგავსი სიახლეები