კვლევა: უკრაინელი ლტოლვილების თითქმის 80% დაბრუნებას აპირებს
უკრაინელი ლტოლვილების თითქმის 80%, რომლებიც რუსეთის ინტერვენციის დაწყების შემდეგ ქვეყნიდან წავიდნენ, დაბრუნებას აპირებენ.
კვლევა რაზუმკოვის ცენტრმა ჩაატარა, რომლის შედეგებიც 4 აპრილს გამოქვეყნდა.
გამოკითხულთა 79.2%-მა განაცხადა, რომ აპირებს დაბრუნებას, 9.9% - არ აპირებს, 10.9%-ს - უჭირს პასუხის გაცემა.
გამოკითხვა უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ საგუშაგოებზე ჩატარდა. ეს საგუშაგოებია: "უჟგოროდი", "მალი ბერეზნი" და "ჩოპ".