კვლევა: ზელენსკი ყველა დროის ყველაზე გამოჩენილ უკრაინელებში მეორე ადგილზეა

უკრაინელები პოეტ ტარას შევჩენკოს ყველა დროის ყველაზე გამოჩენილ უკრაინელად თვლიან. რეიტინგის ხუთეულში ასევე შედიან ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პოეტი, დრამატურგი ლესია უკრაინკა, ზაპოროჟიის არმიის ჰეტმანი ბოგდან ხმელნიცკი და უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის ლიდერი სტეპან ბანდერა.

ამას მოწმობს სოციოლოგიური ჯგუფის "რეიტინგის" გამოკითხვა, რომელიც პროექტ "Народный топ-ის" ფარგლებში ჩატარდა. შედეგები ჯგუფის ვებგვერდზე 14 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს სთხოვეს დაესახელებინათ ცნობილი პიროვნებების სახელები, რომლებსაც ისინი რეიტინგში ყოფნის ღირსად მიიჩნევენ. ჯამში რესპონდენტებმა 148 სახელი დაასახელეს.

რეიტინგის ლიდერი უკრაინელი პოეტი ტარას შევჩენკო იყო 63.9%-ით. მეორე ადგილზე ვოლოდიმირ ზელენსკია (29.8%), მას მოსდევს ლესია უკრაინკა (19.6%), ბოგდან ხმელნიცკი (17.3%) და სტეპან ბანდერა (12.8%).

მათ მოსდევენ ცენტრალური რადას ხელმძღვანელი მიხაილ გრუშევსკი (11.6%), მწერალი ივან ფრანკო (10.1%), ჰეტმანი ივან მაზეპა (8.8%), უკრაინის სახალხო მოძრაობის ლიდერი ვიაჩესლავ ჩორნოვილი (8.7%) და უკრაინის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი (7.7%).

მეორე ათეულში შევიდნენ ფილოსოფოსი ჰრიჰორი სკოვოროდა (6.7%), პოეტი ვასილი სტუსი (3.4%), მთავარი ვოლოდიმირ დიდი (2.6%), მთავარი იაროსლავ ბრძენი (2,5%), უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი (2.5%), ზაპორიჟიეს სიჩის ატამანი ივან სირკო (2.4%), ყოფილი მოკრივე, კიევის ამჟამინდელი მერი ვიტალი კლიჩკო (2.2%), მოკრივე ალექსანდრ უსიკი (2.2%), ყოფილი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო (1.8%) და ჰეტმანი პეტრო საჰაიდაჩნი (1.8%).

კვლევის ავტორებს რესპონდენტებისთვის კანდიდატები არ შეუთავაზებიათ გამოკითხულები მათ თავად ასახელებდნენ. რესპონდენტებს სამი კანდიდატი უნდა დაესახელებინათ.

კვლევა 8-9 ოქტომბერს 18 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს შორის ჩატარდა უკრაინის ყველა რეგიონში, გარდა დროებით ოკუპირებული ყირიმისა და დონბასის ტერიტორიებისა, ასევე იმ ტერიტორიებისა, სადაც კვლევის დროს არ არის უკრაინული მობილური კავშირი. სულ გამოიკითხა 1000 რესპონდენტი. შერჩევა რეპრეზენტატიულია ასაკის, სქესის და დასახლების ტიპის მიხედვით. კვლევის ცდომილების ალბათობა 0.95%-3.1%-ია.

მსგავსი სიახლეები