კვლევა: უკრაინაში "ხალხის მსახური" პირველ ადგილზეა

 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია "ხალხის მსახური" 29 დეკემბერს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით პირველ ადგილზეა. 

არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს მმართველი პარტია ხმების 20.4%-ს მიიღებდა.

მეორე ადგილზე ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტია "ევროპული სოლიდარობაა" - 17.3%.

მესამე ადგილზე იულია ტიმოშენკოს პარტია "ბატკივშინა" - 10.6%.

მეოთხე ადგილზე კი 10.5%-ით რადას ყოფილი სპიკერის, დმიტრი რაზუმკოვის პარტია "გონივრული პოლიტიკა".

გამოკითხულთა 9.9% უჭერს მხარს ვიქტორ მედვედჩუკის პრორუსულ გაერთიანებას "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის".

საპარლამენტო ბარიერს კიდევ ორი პარტია ლახავს.

5%-თან ახლოს არის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვოლოდიმირ გროისმანის პარტია "უკრაინული სტრატეგია".

17-22 დეკემბერს ჩატარებული კვლევის ცდომილების ზღვარი 2.3%-ია.

 

მსგავსი სიახლეები