LA REPUBBLICA: იტალია მზადაა, უკრაინას 5 ავიაგამანადგურებელი გადასცეს

იტალიური გაზეთი La Respubblica წერს, რომ იტალია მზადაა, უკრაინას ხუთი ავიაგამანადგურებელი გადასცეს.

მაგრამ, როგორც გამოცემა იუწყება, იტალიელებს "პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო" არ სურთ, ეს ნაბიჯი პირველებმა გადადგან.

თუმცა არც ის უნდათ, რომ მათი გადაწყვეტილება ნაძალადევი ჩანდეს.

ამასთანავე, გუშინ, 19 თებერვალს, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა არ გამორიცხა, რომ უკრაინელი პილოტები, შესაძლოა, საფრანგეთში დასავლურ ავიაგამანადგურებლებზე გაწვრთნან.

სებასტიან ლეკორნუმ ავიაგამანადგურებლების შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებით დაამატა, რომ "ამ საკითხზე საფრანგეთისთვის ტაბუები არ არსებობს."

 

 

მსგავსი სიახლეები