ლანდსბერგისი ლიეტუვის მიერ სანქცირებულთა სიას აქვეყნებს: ივანიშვილი, გომელაური და სხვები
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი იმ ადამიანების სიას აქვეყნებს, ვისაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.
"ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობის გამო, ლიეტუვაში შესვლაზე უარი ეთქვათ: ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს, შალვა ბედოიძეს, იოსებ ჭელიძეს, ალექსანდრე დარახველიძეს, გიორგი ბუთხუზს, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, მირზა კეზევაძეს, ვაჟა სირაძესა და თეიმურაზ კუპატაძეს." - წერს ლანდსბერგისი.
ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინ განაცხადეს, რომ ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფო, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, სანქციები უწესდებათ იმ პირებს, ვინც საქართველოში ლეგიტიმურ საპროტესტო აქციების ჩახშობაში მონაწილეობს.