ლანდსბერგისი: ომის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებაა

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის დასრულების ერთადერთი გზა არის დასავლელი მოკავშირეების მიერ მეტი იარაღის, კერძოდ, ტანკების მიწოდება.

ეს მოსაზრება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა CNN-თან ინტერვიუში გამოთქვა.

"დასავლეთში ჯერ კიდევ მიმდინარეობს დისკუსია ომის დასრულებაზე და არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ შესაძლოა კონფლიქტის გაყინვა უკეთესი იყოს, რასაც მე სრულიად არ ვეთანხმები... ასეთი აზროვნება, მე, ზოგიერთ ქვეყანის მიერ უკრაინელებისთვის საჭირო იარაღის მიწოდებაში, მთავარ დაბრკოლებად მიმაჩნია", - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ 16 იანვარს იმედი გამოთქვა, რომ "გერმანელ პარტნიორებს ეყოფათ გამბედაობა გამბედაობა და შეძლებენ უკრაინას Leopard 2-ის ტანკების სახით საჭირო მძიმე ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილის უკრაინისთვის მიწოდებას." მისი თქმით, პოლონეთი ამის გასაკეთებლად მზადაა.

ლანდსბერგისი მიიჩნევს, რომ გერმანიას უკრაინისთვის მეტის გაკეთება შეუძლია და აღნიშნავს, რომ წარსულში ბევრმა ქვეყანამ იყიდა გერმანული წარმოების ტანკები.

"ისინი მზად არიან უკრაინაში ტანკების გაგზავნისთვის. ჯერჯერობით მათ არ მიუღიათ მწვანე შუქი ბერლინისგან და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს შეიძლება შეიცვალოს. ამით თავად გერმანიაზე ზეწოლა შემცირდება", - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 17 იანვარს განაცხადა, რომ ის მოლაპარაკებებს აწარმოებს მოკავშირეებთან უკრაინისთვის გერმანული Leopard 2-ის ტანკების შესაძლო მიწოდების შესახებ და აღნიშნა, რომ ნებისმიერი განცხადება შეთანხმებას საჭიროებს. Bloomberg-ის ცნობით, გერმანიის გარდა, Leopard-ის ტანკები კიდევ 12 ევროპული ქვეყანას აქვს.

მსგავსი სიახლეები