ლაპიდი ლავროვის განცხადებაზე: უპატიებელია, ბოდიშს ველოდებით
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაირ ლაპიდი თავისი რუსი კოლეგების ანტი-სემიტურ განცხადებებს გამოეხმურა.
იტალიურ ტელევიზიასთან საუბარში ლავროვმა თქვა, რომ ზელენსკის ებრაული წარმომავლობა მის ნაცისტურ მიდრეკილებებში არაფერს ცვლის და რომ ებრაული სისხლი ჰიტლერსაც ჰქონდა.
"ეს უპატიებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებაა, ეს ისტორიული შეცდომაა. ველოდებით ბოდიშს. ჰოლოკოსტის დროს ებრაელები ერთმანეთს არ ხოცავდნენ, ებრაელების წინააღმდეგ რასიზმის ყველაზა მდაბიო ფორმა მათი ანტი-სემიტიზმში დადანაშაულებაა",- განაცხადა ლაპიდმა.
ისრაელის საგარეო უწყებაში უკვე დაბარებულია რუსეთის ელჩი სერგეი ვიქტოროვი.
ლავლროვის განცხადებები დაგმო ლაპიდის მოადგილემაც, ასევე ქნესეთის წევრებმა და ისრაელის მთავრობის რამდენიმე მინისტრმაც.