ლატვიაში "ВКонтакте", "Одноклассники" და "Мой мир" დაიბლოკება
ლატვიის ტერიტორიაზე რუსულ სოციალურ ქსელებზე - "ВКонтакте", "Одноклассники" და "Мой мир" წვდომა შეიზღუდება. გადაწყვეტილება ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) მიიღო.
ამის შესახებ საბჭოს ხელმძღვანელმა ივარს აბოლინსმა Twitter-ზე დაწერა. მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ევროკავშირის სანქციების გამო მიიღეს.
LSM-ის ცნობით, პლატფორმები ფიზიკურად მომავალ კვირას დაიბლოკება.
აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭოს ინფორმაციაა, რომ სოციალურ ქსელებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მეგობარი ფლობს და აკონტროლებს. ბანკ "Россия-ს" მთავარი აქციონერი იური კოვალჩუკი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის ვლადიმირ კირიენკოს ვაჟი არიან.
"ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ამ პირებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხელყოფასის გამო", - აცხადებს ტელეკომპანია.