ლატვიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრისიანიშ კარინშმა განაცხადა, რომ გადადგომის განცხადებას პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს 17 აგვისტოს წარუდგენს. ამის შესახებ მან 14 აგვისტოს Twitter-ზე განაცხადა.

"მე მოვუწოდე პარტია ახალ ერთობას (მმართველი კოალიციის წევრი - რედ.) დაესახელებინა პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი," - განაცხადა კარინსმა.

მისი თქმით, კოალიციის პარტნიორები - ერთობლივი სია და ეროვნული ასოციაცია - "ბლოკავენ კეთილდღეობისა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად საქმიანობას."

როგორც პორტალი Rus.LSM.lv ადრე წერდა, რომ პრემიერ-მინისტრმა მათ რამდენიმე მინისტრის თანამდებობაზე როტაცია შესთავაზა, მაგრამ კოალიციურმა პარტნიორებმა უარყვეს წინადადება და 11 აგვისტოს მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

Rus.LSM.lv-ის ცნობით, კარინიშისა და მინისტრთა კაბინეტის გადადგომა გზას გაუხსნის ახალი მთავრობის ფორმირებას, რომლის პოტენციური წევრები პარტია ახალი ერთობა, მწვანეთა და გლეხთა კავშირი და პროგრესულები იქნებიან.

ამჟამინდელი მინისტრთა კაბინეტი მოვალეობების შესრულებას სეიმის მიერ ახალი მთავრობის დამტკიცებამდე განაგრძობს.

კარინშმა ახალ ერთობას მოუწოდა პრემიერ-მინისტრობის სხვა კანდიდატი დაასახელონ.

Delfi-ს ცნობით, მინისტრთა კაბინეტის შემდეგი ხელმძღვანელი შესაძლოა კეთილდღეობის მინისტრი ევიკა სილინა (ახალი ერთობა) იყოს.

კრისიანიშ კარინში ლატვიის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2019 წლიდან იკავებდა. 2002 წელს ის კონსერვატიული პარტია ახალი დროის ერთ-ერთი დამფუძნებელი (2018 წლიდან მემარჯვენე ცენტრისტული პარტია ახალი ერთობა) გახდა. 2009-2019 წლებში კარინში ევროპარლამენტის წევრი იყო.

მსგავსი სიახლეები