ლატვიის პრემიერი: ძლიერი სანქციები ომს უფრო მალე დაასრულებს

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქიცების მეექვსე პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ "რაც უფრო ძლიერი იქნება სანქციები, ომი მით უფრო მალე დასრულდება."

"ყველა წევრი სახელმწიფო მოწადინებულია თავის რუსული ენერგიაზე დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად"- განაცხადა მან ბრიუსელში ვიზიტის დროს, სადაც ევროპული საბჭოს შეხვედრის გამართამდე. 

"უკანასკნელი 20-30 წლის განამვლობაში, ქვეყნებმა ააშენეს ინფრასტრუქტურა, რომელიც მნიშვნელოვნად იყო რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებული, რასაც ჩვენ ძალიან სწრაფად ვშორდებით.

ზოგიერთი წევრი ქვეყნისთვის ეს უფრო მარტივია, ხოლო სხვა წევრებისთვის უფრო რთული, რაც დაკავშირებულია ობიექტური ფაქტორებს - პორტების ნაკლებობა, ინფრასტრუქტურის ნაკლებობა, თუმცა ყველა ერთი მიმართულებით მოძრაობს"-აღნიშნა კრიშიანის კარინიშმა.

ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ წლის ბოლომდე რუსული ნავთობის 90%-ზე უარი განაცხადოს, როგორც ეს ევროპული საბჭოს მიერ დღეს გახდა ცნობილი. 

"ეს ძალიან კარგი სიახლეა, რაც უფრო ძლიერია იქნება სანქცია, მით უფრო სწრაფად დასრულდება ომი."

კარინიშმა  ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის დამტკიცების შემდეგ, რუსეთს უფრო ნაკლები რესურსები ექნება უკრაინაში მიმდინარე ომის დასაფინანსებლად. 

მსგავსი სიახლეები