ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: სწორედ რუსეთს სჭირდება დენაციფიკაცია
რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რეალური დენაციფიკაცია სჭირდება. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა Twitter-ზე 12 აპრილს დაწერა.
"უკრაინაში რუსული ძალების მიერ ჩადენილი გენოციდის, ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ამდენი საშინელი სცენის ნახვის შემდეგ, ცხადი ხდება, რომ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც რეალური დენაციფიკაცია სჭირდება, არის რუსეთის ფედერაცია", - წერს ის.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს ღამით განაცხადა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა მიზნად "უკრაინის დემილიტარიზაციას და დენაციფიკაციას" ისახავს.