ლავროვი: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები პატივისცემას იმსახურებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრესკონფერენციაზე საქართველოსთან დაკავშირებულ დასმულ კითხვას უპასუხა. 

"ჩვენ ვხედავთ, რა წნეხს განიცდის საქართველო და თითქმის ყველა სხვა სახელმწიფო დასავლეთისგან, რომელიც ითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდნენ. ის, რომ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს სიმამაცე, რომ განაცხადონ, რომ ისინი მათი სახელმწიფოს ეკონომიკური ინტერესებით იხელმძღვანელებენ, ეს იწვევს პატივისცემას",- თქვა ლავროვმა.

გარდა ამისა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ავიამიმოსვლის სწრაფი აღდგენის იმედი აქვს. ლავროვმა აღნიშნა გასულ წელს საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდაც და განაცხადა, რომ ეს დიდწილად რუსი ტურისტებისა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გამო მოხდა. 

"მე მოხარული ვარ, რომ ადამიანებს შორის კონტაქტები ვითარდება",- თქვა ლავროვმა. 

 

მსგავსი სიახლეები