ლავროვი: უკრაინა რუსეთის კონფლიქტში ჩათრევას ცდილობს

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის ლიდერები მოსკოვის აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა.

ამის შესახებ სერგეი ლავრომა ორშაბათს განაცხადა. დონბასში უკრაინის არმიასა და პრო-რუს სეპარატისტებს შეტაკებები ბოლო კვირის განმავლობაში გამწვავდა.

"ჩვენ ვაკვირდებით პროვოკაციების და რუსეთის კონფლიქტში ჩართვის მცდელობას," - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

რუსეთმა უკრაინის ხელისუფლება სიტუაციის დესტაბილიზაციაში მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც უკრაინულმა ძალებმა თურქული დრონი Bayraktar TB2 გამოიყენეს პრო-რუსი სეპარატისტების პოზიციების დასაბომბად.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები სამთავრობო ძალებს 2014 წლიდან ებრძვიან. კიევის მონაცემებით კონფლიქტს 14 000 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები