Le Monde: ევროკავშირი მარინ ლე პენს 600 ათასი ევროს გაფლანგვას ედავება
ევროკავშირის თაღლითობისთან ბრძოლის ორგანომ საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი და მისი თანამოაზრეები, ევროპარლამენტარობის პერიოდში 600 ათასი ევროს გაფლანგვაში დაადანაშაულა, როგორც ამას სააგენტო Mediapart-ზე დაყრდნობით, ფრანგული მედიასაშუალებები იუწყებიან.
Mediapart-მა ევროკავშირის თაღლითობისთან ბრძოლის ორგანოს 11 მარტის ანგარიშის ნაწილები გამოაქვეყნა, სადაც სხვადასხვა პოლიტიკოსებთან ერთად, ფრანგი ულტრა-მემარჯვენეების ლიდერიც მოხვდა.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საუბარი ეხება მარინ ლე პენის ევროპარლამენტარობის პერიოდს, რა დროსაც, მან გამოყოფილი თანხმები შიდა პოლიტიკური საკითხებისთვის, პერსონალური მიზნებისთვისა და იმ კომპანიების სასარგებლოდ მოიხმარა, რომელიც მის პარტიასთან არის დაკავშირებული.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მარინ ლე პენის ადვოკატი გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, მეორე ტურამდე 1 კვირით ადრე, ევროკავშირის მიერ ამ ინფორმაციის გავრცელება, ეჭვებს იწვევს.
არსებული ინფორმაციით, პარიზის პროკურატურა ანგარიშის შესწავლის პროცესშია.
სტატია მომზადებულია შემდეგი სააგენტოების ინფორმაციაზე დაყრდნობით: Le Monde, Medipart, Barrons