ლე პენი: ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას და მათ გმირულ წინააღმდეგობას

ულტრა-მემარჯვენე პარტია, ეროვნული გაერთიანების ყოფილი თავმჯდომარის, მარინ ლე პენის თქმით, საფრანგეთი ვალდებულია მხარი დაუჭიროს უკრაინას. 

ამის შესახებ ლე პენმა პარლმანეტში უკრაინის საკითხზე გამართული დებატების დროს განაცხადა. 

ლე პენის თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრა უკრაინაში, ბოლო 20 წლის განმავლობაში, უმსხვილესი გეოპოლიტიკური კრიზისი წარმოქნმა. 

"ჩვენ  პატივი უნდა ვცეთ და მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ერს, რომელიც რუსეთის აგრესიას იგერიებს. ეს არის უკრაინელი ერის გმირული წინააღმდეგობა, რომელიც რუსეთის დამარცხებით დასრულდება",- განაცხადა ლე პენმა. 

ამავდროულად, პოლიტიკოსმა გააკრიტიკა ემანუელ მაკრონის ინიციატივა, რომელიც უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნის განხილვას ეხებოდა. 

"სხვადასახვა დედაქალაქებისგან მიღებული წინააღმდეგობით, რომელიც უკრაინაში ჯარების გაგზავნას იდეას ეხებოდა, მაკრონმა სამწუხაროდ ხელი შეუწყო ვლადიმირ პუტინის. საუკეთესო სტრატეგიული ორაზროვნება, დუმილია",- თქვა ლე პენმა. 

 

მსგავსი სიახლეები