სამშვიდობო მემორანდუმში რუსეთის 'დენაციფიკაციას' და დემილიტარიზაციას ითხოვს

რუსეთის მიერ წარდგენილი ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმში ნაწილობრივ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინის არმიის გაყვანას, მათ აღიარებას და დასავლური შეიარაღების შეწყვეტას ითხოვს - ეს პრაქტიკულად იმეორებს კრემლის მიერ სრუმასშტაბიანი ომის დაწყებამდე გაჟღერებულ "დენაციფიკასიას და დემილიტარიზაციას." 

State Of Play: რუსული დელეგაციის მიერ უკრაინელებისთვის სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე გადაცემული დოკუმენტის ტექსტს ТАСС ავრცელებს. დღეს, სტამბოლში რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა, რომელიც დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა. 

  • საყურადღებოა, რომ ნაწილობრივ ოკუპირებული ტერიტორიებიდან არმიის გაყვანის გარდა ამ ტერიტორიებზე რუსეთის სუვერინიტეტის საერთაშორისო აღიარებასაც ითხოვს. 

  • რუსეთის ფედერაცია ასევე ითხოვს შეზღუდვების დაწესებას უკრაინის არმიის ზომასა და გადაადგილებაზე - საყურადღებოა, რომ უკრაინის სარდლობას შეეძლება დანაყოფების გადაადგილება ოთხი ოლქიდან ჯარების გაყვანაზე. 

  • ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად კრემლი კვლავ დასავლური სამხედრო და სადაზვერვო დახმარების შეჩერებას და ქვეყანაში დემობილიზაციის პროცესის დაწყებას ასახელებს. 

  • ცხადია, შენარჩუნებულია უკრაინის ნეიტრალიტეტისა ბირთვულ იარაღზე ამბიციის დაუშვებლობის პუნქტები - პარალელურად 

Big Picture: გარდა ამისა, კრემლი ითხოვს რუსულისთვის ოფიციალური ენის სტატუსის მინიჭებას, მოსკოვის კონტროლირებად მმართმადიდებლური ეკლესიის ფილიალის საქმიანობაზე ყოველგვარი შეზღუდვის მოხსნას და "პოლიტპატიმრების" გათავისუფლებას. 

  • კრემლი უკრაინას სთხოვს უარი თქვას "საომარი მოქმედებებით" მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე - უნდა გაუქმდეს რუსეთისთვის დაწესებული "უკანონო" სანქციებიც. 

Сontext: ყველაფერთან ერთად კრემლი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწარამდე უკრაინაში ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს - ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მხოლოდ "ახალ ხელისუფლებასთან' მოაწერს ხელს. 

  • უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციამ უარი თქვა პრეზიდენტების შეხვედრის მომზადებასა და ცეცხლის შეწყვეტის პირობების განხილვაზე და ერთადერთი რეალური შედეგი ტყვეების გაცვლაზე შეთანხმება იყო. 

Qatch Up Quick: ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმი დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს გამართული სატელეფონო საუბრის შედეგია. ტრამპი მაშინ ამბობდა, რომ რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ იწყებდნენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის დღეებში და რუსეთი უახლოეს დღეებში სამშვიდობო მემორანდუმის პირობებს წარმოადგენდა. 

  • ტრამპმა მოლაპარაკებების შესაძლო ადგილად ვატიკანი დაასახელა, რაც რუსეთმა უარყო, ხოლო მხარეებს შორის შეხვედრა მხოლოდ დღეს გაიმართა. 

მსგავსი სიახლეები