ლეონიდ კუჩმა რუსეთს: უკრაინა არასდროს გახდება რუსეთი, ვერ ეღირსებით
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლეონიდ კუჩმა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ პირველად გამოჩნდა საჯაროდ.
კუჩმამ რუსეთის მოსახლეობას ღია წერილით მიმართა, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:
"უკრაინა არ არის და არც არასდროს გახდება რუსეთი, ვერ ეღირსებით. ჩვენ უკვე ვიმარჯვებთ და ამას ვერ შეაჩერებთ. რუსებს მოვუწოდებ შემოუერთდნენ ჩემს თანამოქალაქეებს, რომლებიც ერთხმად ამბობენ - წყეულიმც იყავით! დიდება უკრაინას! დიდება უკრაინელებს!"
ხაზგასასმელია, რომ პრეზიდენტობის ორი ვადის შემდეგ, ლეონიდ კუჩმამ მემუარები დაწერა, რომელსაც მსგავსი სათაური აქვს - "უკრაინა რუსეთი არ არის."
ამავდროულად, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის რჩება უკრაინაში - "ჩვენ ყველა მშობლიურ მიწაზე ვართ და სხვა სამშობლო არ გვაქვს."
ლეონიდ კუჩმა უკრაინის პრეზიდენტის პოსტს 1994-2005 წლებში იკავებდა.