ლიაშკო: უკრაინის მთავრობამ სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს "კანაფის მცენარეების მიმოქცევის რეგულირების შესახებ სამედიცინო, სამრეწველო მიზნებისთვის, სამეცნიერ და ტექნიკური საქმიანობისთვის, რათა შეიქმნას პირობები პაციენტებისთვის საჭირო მკურნალობაზე წვდომის გაფართოებისთვის. ომის შედეგად გამოწვეული ონკოლოგიური დაავადებებისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობებისთვის".
ამის შესახებ 7 ივნისს უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ ფეისბუქზე განაცხადა.
"ჩვენ გვესმის ომის ნეგატიური გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ვიცით იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ომის ზემოქმედების შედეგად დასჭირდება სამედიცინო მკურნალობა. და ჩვენ გვესმის, რომ ლოდინის დრო არ არის. ამიტომ, ჩვენ უკვე მოვამზადეთ საკანონმდებლო ჩარჩო უკრაინაში კანაფის წარმოების სრული ციკლის უზრუნველსაყოფად: კულტივირებიდან და გადამუშავებიდან სრულფასოვან წარმოებამდე", - წერს ის.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ სამედიცინო კანაფი ამსუბუქებს 50-ზე მეტ პათოლოგიურ მდგომარეობას, მათ შორის:
- პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, კერძოდ, სამხედრო ოპერაციების შედეგად;
- ნევროლოგიური დაავადებები;
- საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები;
- ნეიროპათიური წარმოშობის ქრონიკული ტკივილი.
გარდა ამისა, კანაფზე დაფუძნებული პრეპარატები გამოიყენება პალიატიურ მზრუნველობაში სიმსივნით დაავადებულ ადამიანებში სიმპტომების შესამსუბუქებლად.
ჯანდაცვის სამინისტრო იმედოვნებს, რომ უმაღლესი რადა მხარს დაუჭერს კანონპროექტს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ითვალისწინებს კანაფის მოშენებაზე, მისგან ნარკოტიკების წარმოებასა და რეალიზაციაზე მკაცრი კონტროლის დაწესებას.