ლიეტუვამ საქართველოს 'ასტრაზენეკას' 15 000 დოზა გადასცა
ლიეტუვამ საქართველოს "ასტრაზენეკას" 15 000 კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ლიეტუვის ელჩის, ანდრიუს კალინდრას ტვიტერზე ვკითხულობთ.
"ლიეტუვა ბედნიერია დაეხმაროს სტრატეგიულ პარტნიორებს და აცნობიერებს, რომ პანდემიის დამარცხება ერთობლივი ძალებით უფრო მარტივია. ლიეტუვა და საქართველო უფრო ძლიერი არიან, როცა ერთად არიან", - წერს კალინდრა.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში ერთი დოზით 391 781 ადამიანი აიცრა, სრულად - 136 734.