ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი: უკრაინას 155 მმ-იან ჭურვებს გადავცემთ

ლიეტუვა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რომელიც მოიცავს 155 მმ-იან ჭურვებს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუშაუსკასმა 16 მარტს Twitter-ზე განაცხადა.

"ლიეტუვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს 155 მმ-იან საბრძოლო მასალას, მანქანებს და სამხედრო რაციონს", - წერს ანუშაუსკასი.

მან ხაზი გაუსვა, რომ ლიეტუვის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების ჯამური ღირებულება მალე 450 მილიონ ევროს მიაღწევს.

კონტექსტი

ლიეტუვა აქტიურად ეხმარება უკრაინას რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში.  ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2022 წელს ლიეტუვის სამხედრო დახმარებამ 283 მილიონი ევრო შეადგინა. 

კერძოდ, 2022 წელს უკრაინამ ლიეტუვისგან 105 მმ-იანი ჰაუბიცები და M113-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები მიიღო.

2023 წელს ლიეტუვამ უკვე გადასცა უკრაინას ორი შვეულმფრენი Mi-8 და რამდენიმე ათეული საზენიტო ქვემეხი L-70, საბრძოლო მასალით.

ლიეტუვის მოქალაქეებმა ასევე 14 მილიონი ევრო შეაგროვეს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის რადარების შესაძენად.

მსგავსი სიახლეები