ლუკაშენკა ბოდიშის მოხდას ითხოვს მათგან, ვინც მას დიქტატორს უწოდებს
ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბოდიშის მოხდას ელოდება მათგან, ვინც მას დიქტატორს უწოდებს.
ამ ინფორმაციას Белта ავრცელებს.
"რაც შეეხება ევროპის უკანასკნელ დიქტატორს, თქვენ ბოდიში უნდა მომიხადოთ. თქვენ უნდა შეწყვიტოთ ამის თქმა, მე საერთოდ არ ვარ დიქტატორი და თუ დიქტატორი ვარ, არა უკანასკნელი." - აღნიშნა მან.
ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ლუკაშენკამ დაიწყო მტკიცება, რომ ის არ მართავს ბელორუსს, არამედ უბრალოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობს.
"თუ გგონიათ, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას რაღაც ზედმეტი მივიღე და საერთოდ რამე მივიღე, ცდებით. არაფერი ისეთი. მე ვმუშაობ დიდ, მაღალ თანამდებობაზე, რომელიც ხალხმა მომანდო. ვმუშაობ. მე არ ვმართავ," - განაცხადა მან.
ლუკაშენკამ აღნიშნა, რომ ჯერ არ ფიქრობს საპრეზიდენტო არჩევნებზე, არამედ იმაზე, თუ რა იქნება ამის შემდეგ.
"აქამდე არც მიფიქრია საპრეზიდენტო არჩევნებზე. მართალი გითხრათ. და არც დამიგეგმავს. მხოლოდ მსჯელობის კუთხით: რა იქნება ჩემს შემდეგ? მხოლოდ ამ კუთხით. თორემ აბსოლუტურად არაფერს ვგეგმავდი," - განაცხადა მან.