ლუკაშენკა ლავროვთან შეხვედრაზე: უკრაინამ სასიამოვნოდ გამაკვირვა

ბელარუსის დიქტატორის თქმით, სასიამოვნოდ გაკვირვებულია უკრაინით, რადგანაც წნეხის მიუხედავად ბელარუსის წინააღმდეგ პროვოკაციებს არ მიმართავენ. 

ამის შესახებ ალექსანდრ ლუკაშენკამ ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.

"ისინი (დასავლეთის ქვეყნები) ცდილობენ უკრაინა ბელარუსის წინააღმდეგ გამოიყენონ, მაგრამ რაც მაოგნებს და რამაც სასიამოვნოდ გამაკვირვა ის არის, რომ უკრაინა ჯერჯერობით უძლებს. ისინი არ მიდიან ბელარუსის პროვოცირებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დასავლელი მეზობლები ამისკენ აქტიურად უბიძგებენ",- თქვა ლუკაშენკამ.

კონტექსტი

24 თებერვალს რუსეთის ჯარები უკრაინაში მათ შორის ბელარუსის ტერიტორიიდანაც შეიჭრნენ. სწორედ ამ ქალაქ გომელიდან წამოსულ ნაწილებს უნდა დაეკავებინათ კიევი. 

გარდა ამისა ბელარუსის ტერიტორია და ქვეყანაში მდებარე აეროდრომები პერიოდიულად გამოიყენება უკრაინაზე სარაკეტო და საავიაციო თავდასხმებისთვის. 

ბოლო 2 თვის განმავლობაში ბელარუსში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების შემადგენლობა მუდმივად იზრდება - 28 დეკემბრის მონაცემებით ბელარუსის ტერიტორიაზე 10 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული, თუმცა სამხედრო ექსპერტების აზრით ეს რაოდენობა კიევზე ხელახალი იერიშისთვის საკმარისი არ არის. 

მსგავსი სიახლეები