ლუკაშენკო უკრაინას და რუსეთს მოუწოდებს მორჩნენ 'ჩხუბს' და დაიწყონ მოლაპარაკებები

ბელორუსის დიქტატორი მოუწოდებს რუსეთს და უკრაინას დროულად დაიწყონ მოლაპარაკებები. 

ამის შესახებ ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის პროპაგანდისტული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის შესახებ დასმულ კითხვაზე ლუკაშენკომ განაცხადა - "ბელარუსის პერიმეტრზე უკვე დააჭიროს ამ წითელ ღილაკებს, დარჩა ბოლო, ყველაზე წითელი ღილაკი."

ამასთანავე დიქტატორი ამბობს, რომ რუსეთისგან ბირთვული შეიარაღების მიღების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნები გააფრთხილა, რომ არ გამოიყენებდა მას თუ კი ბელარუსს თავს არ დაესხმებოდნენ - "ჩვენ უნდა ველოდოთ სანამ ჩვენს ქვეყანას გადაუვლიან, როგორც ეს საბჭოთა კავშირს უქნეს? არა! ჩვენ წამიერად და ადეკვატურად ვუპასუხებთ. თუ მათ ეს არ სურთ, მოდით დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ეს ჩხუბი. ეს არ ჭირდება არც უკრაინელებს, არც რუსებს და არც ბელარუსებს, ეს ჩხუბი მათ ჭირდებათ."

კონტექსტი 

კურსკში უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშის "დასაგმობად" ლუკაშენკოს რამდენიმე დღე დასჭირდა - საკითხზე პირველი კომენტარისას ლუკაშენკამ განაცხადა, რომ უკრაინული დანაყოფები კურსკის ოლქში 35 კილომეტრამდე შეიჭრნენ. 

პარალელურად ლუკაშენკო აცხადებდა, რომ ბელორუსის ტერიტორიაზე რამდენიმე უკრაინული სადაზვერვო დრონი ჩამოაგდეს, რის გამოც უკრაინის საზღვრის გასწვრივ მისი თქმით სარაკეტო დანაყოფების განთავსების ბრძანება გასცა. 

თავის მხრივ, რუსი Z-ბლოგერები კურსკში მიმდინარე მოვლენებში სწორედ ბელორუსს ადანაშაულებენ - მათი ცნობით, უკრაინამ კურსკში ბელარუსის საზღვრიდან გადასროლილი დანაყოფები გამოიყენა, რაც თავის მხრივ მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ბელარუსმა უკრაინის სასაზღვრო ზოლიდან თავისი დანაყოფები გაიყვანა. 

 

მსგავსი სიახლეები