ლუკაშენკა პუტინთან სადილზე არ დარჩა, მინსკში წავიდა, თუმცა სიტყვით არ გამოსულა

ბელარუსის დიქტატორმა მოსკოვში სამხედრო აღლუმის დასრულების შემდეგ მოსკოვი სასწრაფოდ დატოვა და მინსკში დაბრუნდა. მიუხედავად ამისა, ლუკაშენკა არ გამოსულა სიტყვით 9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. 

მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალზე თაიგულების მიტანის შემდეგ, დიქტორმა გამოაცხადა, რომ სიტყვით არა ლუკაშენკო, არამედ ბელარუსის თავდაცვის მინისტრი, ვიქტორ ხრენინი გამოვიდოდა. 

გასულ წლებში ლუკაშენკა "გამარჯვების დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებებზე ძალიან აქტიური იყო, მათ შორის გამოდიოდა სიტყვით, იძლეოდა ვრცელ ინტერვიუებს. 

კონტექსტი 

ლუკაშენკას გაუჩინარებამ განსაკუთრებული ყურადღება მოსკოვში მისი კადრების გავრცელების შემდეგ მიიპყრო - წითელ მოედანზე გამართულ აღლუმზე არაჯანმრთელად გამოიყურებოდა. ლუკაშენკამ უარი თქვა მცირე მანძილზე ქვეითად გავლაზე და 100-მეტრიანი დისტანციის გავლისთვის ავტომობილში ჩაჯდა. 

გავრცელებული კადრებით იქმნება შთაბეჭდილება, რომ ლუკაშენკას უჭირდა ფეხზე დგომა, გარდა ამისა ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ მისი მარჯვენა ხელი გადახვეული ჰქონდა. კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიიქცია ლუკაშენკას ქცევამ, როდესაც მან უარი თქვა ვლადიმირ პუტინის მიერ ორგანიზებულ საზეიმო სადილზე მონაწილეობისგან და სასწრაფო წესით მინსკში დაბრუნდა. 

ბელარუსის მთავრობა ლუკაშენკას ჯანმრთელობის შესახებ არანაირ კომენტარს არ ავრცელებს. ეჭვებს აძლიერებს ისიც, რომ გასული 2 კვირის განმავლობაში ლუკაშენკა ეთერში მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა. 

 

 

მსგავსი სიახლეები